ახალი ამბები
მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, დასავლეთ საქართველოში, ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +32, +37, მთაში +31, +36, მაღალმთაში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 2 სექტემბერს კი ზოგან გაწვიმდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, 3 სექტემბრამდე, შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+29, +34 გრადუსი) შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

Print
თეგები: #ამინდი