ახალი ამბები
ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე 44 მილიონამდე დაიხარჯება
FaceBook
ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის პროექტირება - მშენებლობაზე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტენდერს [NAT230017069] აცხადებს.

აღნიშნულისთვის 43 მილიონ 700 000 ლარი დაიხარჯება.

პროექტი სათავე ნაგებობების გამართვას, ახალი მილსადენების გაყვანას, ამორტიზებული რეზერვუარების რეაბილიტაციას და სატუმბი სადგურების გამართვას ითვალისწინებს.

საპროექტო სამუშაოების განხორციელების ვადაა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 თვე.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 23 სექტემბერს იწყება და 28-ში სრულდება.

Print