ახალი ამბები
ეროვნულ გამოცდებზე, წელს, 4 292 ნაშრომი გასაჩივრდა
FaceBook
2023 წელს, ეროვნულ გამოცდებზე, 128 440 ნაშრომიდან 4 292 გასაჩივრდა, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის 3,34%-ია.

ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი ფრანგული ენის გამოცდის შედეგი.

გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით ასეთია:
ქართული ენა და ლიტერატურა - 1588;
ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 37;
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 41;
ინგლისური ენა - 754;
რუსული ენა - 15;
გერმანული ენა - 19;
ფრანგული ენა - 2;
მათემატიკა - 510;
ისტორია - 796;
გეოგრაფია - 29;
ბიოლოგია - 228;
ქიმია - 60;
ფიზიკა - 40;
ლიტერატურა - 52;
ხელოვნება - 7;
სამოქალაქო განათლება - 114.

სოფიო გორგოძის თქმით, შეფასება შეიცვალა სულ 1498 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1.17%-ია. ქულა მოემატა 1473 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 25 ნაშრომის შემთხვევაში.

აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება, ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ.
Print