ახალი ამბები
ქუთაისის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბრიდან განახლდება
FaceBook
ქუთაისის ბაგა-ბაღებში 2023-2024 წლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბერს განახლდება.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია კი 1 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.

მშობლებმა მათ მიერ შერჩეულ ბაღში შემდეგი საბუთები უნდა წარადგინონ: 

ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი ან ასლი) ნოტარიულად დამოწმებული, 2 სურათი ¾-ზე,
ჯანმრთელობის ცნობა და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.

ქუთაისის მერიის ააიპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალია, სადაც 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

Print