ახალი ამბები
ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები დაიდო
FaceBook
გამოცდების ეროვნულმა ცენრტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა.

ცენტრის ინფორმაციით, ბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც დახვდებათ.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს, 18:00 საათზე ეწურებათ.
Print