ახალი ამბები
ნიკეას ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისათვის, 3 კორპუსი შენდება
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, დევნილებისთვის 3 კორპუსი შენდება - განსახლდება 720 ოჯახი.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები ივნისიდან მიმდინარეობს და ერთი კორპუსის კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, დღეს, ადგილზე გაეცნო დევნილთა სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი.

„სამუშაო პროცესები, აქტიურ რეჟიმში, სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება და დათქმულ ვადებში დასრულდება“,- განმარტა მან.



სააგენტოს დირექტორი ქუთაისში, იმ დევნილ ოჯახებსაც შეხვდაც, რომლებსაც ბინები მიმდინარე წელს გადაეცათ (რამდენიმე თვის წინ, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 480-მა ოჯახმა მიიღო).

დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, განსახლების პროგრამა 2022 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელი ფართით, ჯამში, 13 000 ოჯახს დააკმაყოფილებს. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

ამ ეტაპზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსები 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში შენდება.

Print