ახალი ამბები
რუსთაველისა და აბაშიძის კვეთაზე, მოძრაობის მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იგეგმება
FaceBook
ქუთაისში, შ. რუსთაველისა და ირ. აბაშიძის გამზირის კვეთაზე, საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იგეგმება.

ამ მიზნით ქუთაისის მერიას 220 000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი [NAT230017368] უკვე გამოცხადებული აქვს.

გასამწვანებელი ტერიტორიის გასუფთავება, მიწის ზედაპირის მოსწორება, სარგავი ორმოების ამოღება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ნოყიერი მიწის დამატება, მცენარეების დარგვა, სარწყავი სისტემის მოწყობა, ახლადდარგული მცენარეებისა და გაზონის მორწყვა - ასეთია შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი.







სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 11 სექტემბერს იწყება და 14-ში სრულდება.

Print