ახალი ამბები
1-ლი სექტემბრიდან მართვის მოწმობის გამოცდაში ცვლილებები შედის
FaceBook
შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან "C" და "D" კატეგორიების და "C1" და "D1" ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ცვლილების ამოქმედება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ემსახურება.

ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, რაც რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.

„C1“/ „D1“ ქვეკატეგორიების და „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპი ოთხ ქალაქში ჩატარდება - რუსთავი, თელავი, ქუთაისი და ფოთი, D“ კატეგორიის კი - რუსთავსა და ქუთაისში.

მძღოლობის კანდიდატს, რომელიც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე წარმატებით ჩააბარებს თეორიულ გამოცდას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე არსებული წესით მიენიჭება.


Print