ახალი ამბები
2022 წელს, საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები, 4.9 მილიონ სტუმარს მოემსახურნენ
FaceBook
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს, საქართველოში, სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 162 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომლებიც 2 213 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას ფლობდნენ.

აღნიშნული მაჩვენებელი, 2021 წელთან შედარებით, 24.6%-ით არის გაზრდილი.

ამასთან, სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას „ინდივიდუალური მეწარმე“ წარმოადგენდა.

უწყების მონაცემებით, სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.7% კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.3% - სახელმწიფო საკუთრებაში.

2022 წელს, საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 195.4 ათას კვ.მ-ს შეადგენდა, რაც 20.9%-ით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ამასთან, ადგილების საერთო რაოდენობამ 97.8 ათასი შეადგინა, რაც 11.4%-ით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა კი 6.3%-ით გაიზარდა და 45.8 ათასი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს, საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4.9 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 61.9%-ით მეტია.

სტუმართა 60.5%-ს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან უმეტესობა, 488.9 ათასი (16.4%), ისრაელის მოქალაქე იყო. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულები უცხოელი სტუმრების 6.2 %-ს შეადგენდნენ, რომელთა უმეტესობა გერმანიისა (29.4%) და პოლონეთის (28.0%) მოქალაქეები იყვნენ.



საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2022 წელს, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს, უმეტესად,  რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (72.1%) სტუმრობდნენ. 
მათგან უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 18.8 და 14.5%). 

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს, საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 23 259 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (56.4%) ქალები წარმოადგენდნენ.

Print