ახალი ამბები
იმერეთში ორი პირი დააკავეს - ამოღებულია სანადირო თოფები და 3 ვაზნა
FaceBook
წყალტუბოს და ზესტაფონის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი დააკავეს.

დაკავებულია 1971 წელს დაბადებული ო.რ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ლ.

პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 გადაჭრილი სანადირო თოფი და 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირი დააკავეს. ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.



Print