ახალი ამბები
ქუთაისში, ჩოგბურთის კორტების კომპლექსის რეაბილიტაცია იგეგმება
FaceBook
ქუთაისის მერია ჩოგბურთის კორტების კომპლექსის რეაბილიტაციისთვის ტენდერს [NAT230017216] აცხადებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მილიონ 645 000 ლარია. 

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, აკაკი ხორავას #2-ში არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია, საერთაშორისო სტანდარტებს მორგებული საჩოგბურთო კორტების ინფრასტრუქტურის შექმნა იგეგმება.

მოეწყობა ოთხი მაღალი ხარისხის, ჰარდის ტიპის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო მოედანი.

გათვალისწინებულია ასევე ადმინისტრაციული შენობის ფასადისა და ინტერიერის ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოები.



"პროექტი მოიცავს როგორც გარე, ასევე შიდა საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას: წყალმომარაგება-კანალიზაცია, ელექტრომომარაგება, გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია, სადრენაჟე სისტემა და ა.შ.

გათვალისწინებულია ასევე არსებული ბეტონის ღობეზე ლითონის ახალი ბადის მოწყობა, ბეტონის კონსტრუქციის ზედაპირის განახლება.

ტერიტორიაზე არსებული ტრიბუნა ასევე ექვემდებარება რეაბილიტაციას. ტერიტორიაზე მოხდება ბაზალტის ფილების მონტაჟი, მოეწყობა წყლის დასალევი ფანტანი.

ასევე მოხდება არსებული ადმინისტრაციის/გასახდელების შენობის რეაბილიტაცია. მოხდება არსებული შენობის ფასადის ნალესიანი ნაწილის განახლება, შეღებვა. ორივე შენობის ნაწილობრივი შიდა რემონტი. არსებული კარ-ფანჯრების ნაწილი ჩანაცვლდება ახლით. 

იგეგმება საერთო მოხმარების სანიტარული კვანძების ინტერიერის რემონტი. ახალი ავეჯის მონტაჟი. ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟო სისტემა, კორტების ხელოვნური განათება",- ვკითხულობთ საპროექტო დოკუმენტაციაში.

სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 8 თვეში უნდა შესრულდეს.
Print