ახალი ამბები
დაზიანებული სახლები და სასოფლო - სამეურნეო კულტურა - სტიქია ზესტაფონში
FaceBook
ზესტაფონში მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში გარკვეული პრობლემები შექმნა.

დაზიანდა ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღის სახურავი და სასოფლო - სამეურნეო კულტურა.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.

მათი თქმით, მუნიციპალიტეტში მერიის მიერ შექმნილი შესაბამისი კომისია მუშაობს, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებს აღრიცხავს, ამის შემდეგ კი შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

Print