ახალი ამბები
"არ არის დარჩენილი კვადრატული მეტრი რომ არ იქნას გადამუშავებული"
FaceBook
შოვში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოები მე-20 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.

ონის მერის მოადგილის ლევან შერაზადაშვილის განცხადებით, სტიქიური მოვლენების ეპიცენტრში არსებული 30 ჰექტარზე ჩამოსული მიწის მასა მაშველებისა და სამართალდამცველების მიერ უკვე სრულად დამუშავებულია, თუმცა დაკარგულთა ოჯახის წევრების მოთხოვნით, გარკვეული მონაკვეთების მეორედ შემოწმება მიმდინარეობს.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არ არის დარჩენილი კვადრატული მეტრი რომ არ იქნეს გადამუშავებული. მოქალაქეთა თხოვნით გარკვეულ ლოკაციებზე მოხდა ხელმეორედ გადამუშავება მიწის მასისა. ასევე სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში. მიმდინარეობს კუნძულების დამუშავება, კალაპოტის ფორმირება", - განმარტა ლევან შერაზადაშვილმა.

ამ დროისთვის, არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის ადგილას 28 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ხუთ დაკარგულს კი კვლავ ეძებენ.


Print