ახალი ამბები
შოვში, საძიებო სამუშაოები 36 ლოკაციაზე მიმდინარეობს
FaceBook
სტიქიიდან მე-19 დღეს, ტრაგედიის ადგილას, ძებნის ოპერაცია კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში, აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 5 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი. 

ონის მერის მოადგილის ლევან შერაზადიშვილის განმარტებით, დღეს, ქუთაისის პროზექტურიდან 3 გარდაცვლილს სოფელ ლაგვანთაში გადმოასვენებენ.

"ხვალ, 22 აგვისტოს კი თემურ ჩარკვიანის, დიმიტრი ფირცხალავასა და ნიკოლოზ ჩალაძის დაკრძალვა გაიმართება საგვარეულოს სასაფლაოზე.

ძებნის არეალი მიმდინარეობს 36 ლოკაციაზე. მოგეხსენებათ გაზრდილია პერიმეტრი. როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ისე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძიებითი სამუშაოები", - განაცხადა შერაზადიშვილმა.

კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი და კოტეჯები წაიღო, სადაც დამსვენებლები იყვნენ.

Print