ახალი ამბები
მეჭიაური და ნიშნიანიძე ქუთაისის წლის წარმატებული მეწარმეების დაჯილდოებაზე
FaceBook
რესტორან "ასტორიაში", დაჯილდოების ცერემონიალზე, კონკურსში მონაწილე ადგილობრივ მეწარმეებს, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები აჭარბებდნენ.
ქუთაისის მერიამ გასული წლის წარმატებული ბიზნესმეწარმეები გამოავლინა. მერიის ეკონომიკური სამსახურის მიერ ორგანიზებულ დაჯილოდოების ცერემონიალზე საპატიო სტუმრებად მოწვეული საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ომარ ნიშნიანიძე, თამაზ მეჭიაური და ასევე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ამაშუკელი გახლდნენ.

სტუმრებს ქალაქის მერთან, შოთა მურღულიასთან და იმერეთის მხარის ვიცე-გუბერნატორთან, სოსო ხახალეიშვილთან მაგიდასთან მოხვედრის გარდა, კონკურსში გამჯვებული მეწარმეების გამოცხადების პატივიც ერგოთ. მაგალითად, ომარ ნიშნიანიძემ წლის ინვესტორი გამოაცხდა.

რესტორან "ასტორიაში", დაჯილდოების ცერემონიალზე, კონკურსში მონაწილე ადგილობრივ მეწარმეებს, ადგილობრივი მთავრობის (საკრებულოსა და მერიის) წარმომადგენლები აჭარბებდნენ.

დაჯილდოების ცერემონიალი საზემოდ, ტორტის გაჭრით დასრულდა.



Print