ახალი ამბები
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაობი მე-17 დღეა, გრძელდება
FaceBook
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეხანძრე-მაშველები მეჩვიდმეტე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.

"საძიებო სამუშაოები არის აქტიურ რეჟიმში. გადასული არის მძიმე ტექნიკა როგორც მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, ასევე ლოკალურად, სტიქიის ზონაში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ ძლიერი წვიმა იყო ჩვენს მუნიციპალიტეტში ღამის განმავლობაში, თუმცა საძიებო სამუშაოებისთვის ამას რაიმე შეფერხება არ მოუტანია“, – განაცხადა ონის მერმა სერგო ხიდეშელმა.

მაშველების მიერ, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი, კიდევ ეძებენ 6 პირს.




Print