ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ კონკურსის „წლის ბიზნესი 2015“ გამარჯვებულები გამოავლინა
FaceBook
მერიის რჩეული 12 კომპანია გახდა.
ქუთაისის მერიამ კონკურსის "წლის ბიზნესი 2015" ფარგლებში გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა. კონკურსში ქუთაისში მოქმედმა 42-მა სხვადასხვა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. თუმცა, მერიის რჩეული მხოლოდ 12 კომპანია გახდა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ.

ნომინაცია წლის ქველმოქმედი მიკროსაფინასო ორგანიზაცია "კრისტალს" ერგო, წლის დამსაქმებლად - საზოგადოება "იმერი" დაასახელეს, წლის ქალი მეწარმე - შპს "გურმანი", წლის სტარტაფი - შპს "თრეველ ლაინი" და შპს "გრინი", (ტურისტული კომპანია), წლის სამრეწველო კომპანია "ექსტრა მითი", წლის ექსპორტიორი - ინდმეწარმე დათო ჩაფრავა, მერიის წლის პარტნიორი - სამშენებლო კომპანია "ჯეოკონსტრუქმშენი", წლის ტურისტული კომპანია - შპს "ვანდერლენდი", წლის მზარდი ბიზნესი - შპს "გიან 2011 ",  წლის ინვესტორი - შპს "აია", წლის კომპანია  "მაკნატუნა",  ხოლო მერიის რჩეულ კომპანიად  ტელეკომპანია "რიონი" დასახელდა. ამ უკანასკნელმა ქალაქის პირევლი პირისგან შოთა მურღულიასგან მადლობაც დაიმსახურა.

მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის განმარტებით,  კონკურსის მიზანი ქუთაისში რეგისტრირებული ბიზნესწარმოების წახალისება და სტიმულირებაა.


Print