ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ავტომანქანის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისის მერიას საკრებულოსთვის სედანის ტიპის ავტომანქანის შესაძენად 25 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.

ქუთაისის მერიამ საკრებულოსთვის სედანის ტიპის ავტომანქანის შესაძენად ჩავარდნილი ტენდერი მეორედ გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, შესაძენი ავტომანქანა უნდა იყოს არანაკლებ 2007 წლის გამოშვების.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის სედანის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვა და მიწოდება განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში. დაფინანსების წყაროს 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი წარმოადგენს.
სატენდერო პირობების მიხედვით, ავტომანქანას უნდა ქონდეს საგარანტიო ვადა ერთი წლის განმავლობაში, შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებზე: ძრავა,
ხიდი, გადაცემათა კოლოფი.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
ავტომანქანის შესაძენად ტენდერი თავდაპირველად მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოცხადდა. თუმცა ტენდერი ჩავარდა.
საკრებულოსთის ავტომანქანის შესაძენად მერიამ ტენდერი მეორედ 10 მარტს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 31 მარტს სრულდება.
Print