ახალი ამბები
პანო „კოლხეთთან“, „დათიკოს ბაღში“ და სხვა ადგილებში საინფორმაციო და მემორიალური დაფები განთავსდება 
FaceBook
ქუთაისში, 4 ცალი მემორიალური დაფისა და 4 ცალი საინფორმაციო დაფის მოწყობის სამუშაოების ჩატარებისთვის ტენდერი (NAT230016679) ცხადდება. 

ქალაქში განთავსდება მწვრთნელის და რესპუბლიკური  კატეგორიის მსაჯი კარლო  ხურციძის,

დამსახურებული იურისტის,  აკადემიკოს ივანე აფრიდონიძის, ქორეოგრაფისა და მუსიკოსის  გიორგი (გოგი) ძოწენიძის და პროფესორ იაშა კუჭუხიძის მემორიალური დაფები.  

ქალაქში ასევე განათავსებენ საინფორმაციო დაფებს ირ. აბაშიძის გამზირზე მდებარე აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის სკვერში, გაპონოვის ქუჩაზე  მდებარე შაფთაი ელაშვილის სახელობის სკვერში, ახალგაზრდობის გამზირის მე-5 შესახვევში "დათიკოს ბაღში"   (დავით ქერდოყაშვილის შესახებ საინფორმაციო დაფას) და ზ. ფალიაშვილის ქუჩა N15-ში - პანო "კოლხური"-ს მიმდებარედ.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10`963 ლარია.

4 ცალი მემორიალური დაფის მოწყობის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 3364 (სამი ათას სამას სამოცდაოთხი) ლარს, ხოლო 4 ცალი საინფორმაციო დაფის მოწყობის ღირებულება 7599 (შვიდი ათას ხუთას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარს.

პანო "კოლხური" საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.
Print