ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში - ავტომობილმა მიკროავტობუსი ამოატრიალა
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსი გადაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, მასში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.
Print