ახალი ამბები
ამ კვირაში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს
FaceBook
გარემოს ეროვნულმა სააგენტო ამინდის მოსალოდნელ პროგნოზს აქვეყნებს.  ჰაერის ტემპერატურა, გასულ კვირასთან შედარებით, 2-3◦C-ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ.

"ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 34◦C, 36◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 35◦C, 37◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31◦C, 36◦C, მაღალმთაში 26◦C, 31◦C-მდე მოიმატებს", - წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

სააგენტო ასევე აფრთხილებს მოსახლეობას მაღალი ტემპერატურის მიზეზით ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების შესაძლო გააქტიურების შესახებ. 

"მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს."
Print