ახალი ამბები
საქართველოს ყველაზე პოპულარული 5 დაცული ტერიტორიიდან ორი იმერეთშია
FaceBook
საქართველოს ყველაზე პოპულარულ 5 დაცულ ტერიტორიას - პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, წალკის კანიონს და მტირალას ეროვნულ პარკს 370 547 ვიზიტორი ეწვია.

ეს იმას ნიშნავს რომ 2019 წლის რეკორდულ მონაცემებთან შედარებით, ჯამში, ვიზიტორების რიცხვი 31%-ით არის გაზრდილი.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს 2023 წლის 7 თვის მონაცემებზე დაყრდნობით. 

უწყების ცნობით, 2023 წლის 7 თვეში, საქართველოს ყველა დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობა (521 086 ვიზიტორი), 2022 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით (461 359 ვიზიტორი), 13 %-ით გაიზარდა, 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებთან მიმართებაში კი, უკვე დაფიქსირდა 83%-იანი აღდგენა.

"საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და, შესაბამისად, მათი რაოდენობაც. პირველ ხუთეულში შედიან ქვეყნები: პოლონეთი, ემირატები, ინდოეთი, ყაზახეთი, რუსეთი.
Print