ახალი ამბები
 ქუთაისში 100 კილოვატიანი მზის ფოტოელექტრო სადგურის მოწყობა იგეგმება
FaceBook
ქუთაისის მერია 100 კილოვატიანი სიმძლავრის მზის ფოტოელექტრო სადგურის მოწყობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერს (NAT230016051) აცხადებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 850.ლარია. 

მზის სადგური ქუთაისის მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიისთვის  იქნება განკუთვნილი და იგი სულხან- საბას გამზირის ტერიტორიაზე მოეწყობა. 

სადგურის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი უნდა მომზადდეს ხელშეკრულების დადებიდან 21 კალენდარული დღის ვადაში.

აღნიშნული ტენდერი ხორციელდება პროექტის - მერები ეკონომიკური ზრდისთვის-„MAYORS FOR ECONOMIC GROWTH FACILITY (M4EG), (პროექტის ნომერი 00133169) ფარგლებში.

პროექტის მხარდამჭერია გაერო და ევროკავშირი.

დოკუმენტში მითითებულია, რომ  ანგარიშწორება მოხდება დღგ-ს გარეშე (საქართველოს მთავრობასა და ევროპის გაერთიანებათა კომისიას შორის 2007 წლის 18 ივნისს ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ქ.ქუთაისის მერია პროექტის ფარგლებში გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან).

ცნიბისთვის, მზის ენერგია, ყველა სხვა ტრადიციული ენერგიის წყაროსგან განსხვავებით, პრაქტიკულად ამოუწურავი და ეკოლოგიურად უსაფრთხოა.

საქართველოს მზის ენერგიის მიღებისა და გამოყენების საკმაოდ მაღალი პოტენციალი აქვს.

უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს, რაც წელიწადში 1900-2200 საათს შეადგენს. საქართველოში მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი შეფასებულია 110მგვტ-მდე სიმძლავრით, რაც წლიურად 34 ათასი ტონა პირობითი სათბობის ექვივალენტურია.

ფოტო: energory.ge
Print