ახალი ამბები
შოვში კიდევ ერთი, მე-20 ცხედარი იპოვეს
FaceBook
შოვში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, - ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს დილით განახლებული ინფორმაციით, დაღუპულია 20 მოქალაქე",- თქვა შალვა პაპუაშვილმა. ინფორმაცია დაადასტურეს შს სამინისტროშიც.

შოვში სტიქია 3 აგვისტოს მოხდა. ეძებენ კიდევ არაერთ მოქალაქეს. 

ონის მუნიციპალიტეტში ერთი კვირაა ძებნა-შველის ღონისძიება  მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.


3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა
Print