ახალი ამბები
რეზო ჩხეიძის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქციის პროექტზე შედგენაზე ტენდერი მეორედ გამოცხადდა
FaceBook
რეზო ჩხეიძის სახლ-მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვოს დოკუმენტაციის შედგენისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. 

სახელმწიფო შესყიდვა პირველად  18 ივლისს გამოცხადდა, თუმცა პრეტენდენტთა არარსებობის გამო ჩავარდა. 

ქუთაისის მერიამ   ტენდერი (NAT230016052) მეორედ 4 აგვისტოს გამოაცხადა. 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ისევ 22 000 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად,  საპროექტო დოკუმენტი უნდა მომზადდეს ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.

სატენდერო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საპროექტო სამუშაოების ფარგლებში უნდა დადგინდეს ნაგებობების კონსტრუქციული მდგრადობა. ჩატარდეს ექსპერტიზა. ექსპერტიზის შედეგების შესაბამისად უნდა დაიგეგმოს კონსტრუქციის გამაგრების ღონისძიებები ასეთი ჩარევის საჭიროების შემთხვევაში.

სარეაბილიტაციო პროექტმა უნდა მოიცვას საჭირო სამუშაოების სრული სპექტრი, გათბობის, გაგრელებისა და სახანძრო უსაფრთხოების საკითხების ჩათვლით. 



Print