ახალი ამბები
გალში მცხოვრებ ქართველებს საზღვრის გადაკვეთა ისევ შეეზღუდათ - შეღავათი გაუქმებულია
FaceBook
დაწესებული შეღავათი გალელი ქართველებისათვის გაუქმებულია.

როგორც ადგილობრივები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებენ, ერთი კვირის წინ დაწესებული შეღავათი, რომლის მიხედვითაც გალში მცხოვრებ ქართველებს საზღვრის გადაკვეთა სპეციალური საშვის გარეშე შეეძლოთ გაუქმებულია. 

"არ ვიცი რატომ და როდემდე გვათამაშებენ ასე. გუშინ გვითხრეს, რომ გაუქმდა  კანონი და არც დღეს არ გამატარეს, მქონდა ქართული პასპორტი და გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრების დამადასტურებელი საბუთი" - ამბობს გალში მცხოვრები.

გალში მცხოვრებლები თავიდანვე გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ დაწესებული შეღავათი დროებითი იქნებოდა. ისინი, საზღვარზე გადაადგილების პრობლემის შემსუბუქებას ითხოვენ. 


Print