ახალი ამბები
"პიროვნული განვითარების აკადემია " ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი ახალ პროექტს იწყებს . "პიროვნული განვითარების აკადემია " ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროექტის კოორდინატორის აკაკი საღინაძის განცხადებით "პიროვნული განვითრების აკადემიის " მიზანი არის სკოლის მოსწავლეებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდება."დღეს ბევრი მოსწავლე სკოლას ამთავრებს, შემდეგ უნივერსიტეტს , მაგრამ მისთვის სასურველ შედეგს ვერ იღებს. ეს სწორედ არაფორმაალური განათლების არარსებობით არის გაამოწვეული. სკოლა ვერ აწვდის მოსწავლეს ისეთ უნარჩვევებ, როგორიცა: პრეზენტაცია, ეფექტური კომუნიკაცია, ჯგუფური მუშაობა და ა.შ .მოსწავლეებში ამ უნარჩვევების განვითარებისთვის დავიწყეთ პროექტი "პიროვნული განვითრების აკადემია " . განაცხადა პროექტის კოორდინატორმა აკაკი საღინაძემ
ტრენინგები ქუთაისის სამ საჯარო№1, №2, №32 სკოლაში ჩატარდება პროექტი 4 თვიანია და ყოველ კვირა დღეს ჩატარდება.თითო სკოლაში ტრენინგს გაივლის 20 აღსაზრდელი, ჯამში 60 მოზარდი დატრენინგდება.
"პიროვნული განვითარების აკადემია" არის არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმისა" და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, მიერ დაფინანსებული პროექტი. პილოტური კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" გეგმავს ქუთაისში არსებული საჯარო სკოლების დაფარვას.

Print