ახალი ამბები
7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
FaceBook
რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო,  ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში ერთი დღის დაგვიანებით ჩავიდა. 

„დღეს და შაბათ-კვირას აქტიურად გაგრძელდება მუშაობა და ჩვენი გადაწყვეტილებით, გლოვის დღედ გამოცხადდება ორშაბათი“, - აცხადებს პრემიერი.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 7 ადამიანი, 31-მდე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.


ამავე თემაზე:





Print