ახალი ამბები
ასეთი სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
"იმაზე საუბარი, რომ  ამის არიდება შეიძლებოდა არასწორია, - აღნიშინა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიებთან გაკეთებულ ინტერვიუში. 

მთავრობის მეთაური პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად სტიქიის ზონაში თითქმის ერთი დღის დაგვიანებით ჩავიდა. 

პერმიერ- მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ სამაშველო პროცესების მხრივ სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ და აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება არ იყო. 

მან ერთ-ერთი მედია არასწორი ინფორომაციის გავრცელებაში დაანაშაულა. 

"ასეთ ვითარებაში როდესაც გვაქვს ასეთი ტრაგედია ამორალურ ქმედებას ეწევით. თურმე მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა და მთავრობამ  არ შეიძინა. ასეთი ტყუილების გავრცელებაზე შეიკავეთ თავი. ერთადერთ დავალებას ასრულებთ ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის და დაზაფვრის", - თქვა ღარიბაშვილმა 

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მაშველებთან ერთად სამძებრო ოპერაციაში ჩაერთვება ქართული ჯარი. 

პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ზონიდან უკვე გაემგზავრა. 

მანამდე მთავრობის მეთაურმა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში თათბირი გამართა და ამის შემდეგ გაემართა სტიქიის ზონაში.

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველებმა კი 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს. 



ამავე თემაზე:





Print