ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრი ქართველ დრამატურგთა კონკურსს აცხადებს
FaceBook
მესხიშვილის თეატრი კონკურსს ,, ქართული დრამატურგია - ქართული თეატრის საფუძველი“, აცხადებს.

კონკურსის პირობის თანახმად დრამატურგთა კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც ქართულად წერს და საუბრობს.

პირობებში მითითებულია, რომ კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ორიგინალური ქართული პიესა, რომელიც არ გამოქვეყნებულა და არ დადგმულა არც ერთ თეატრში.

პირველ ეტაპზე ჟიური გამოავლენს სამ საუკეთესო დრამატურგიულ ტექსტს.

მეორე ეტაპზე, მესხიშვილის თეატრის რეჟისორების და მსახიობების მონაწილეობით, თეატრის სცენაზე, მაყურებელთან ინტერაქციით, მოხდება შერჩეული საუკეთესო პიესების სცენური კითხვა.

კონკურსის მესამე ეტაპზე, სამი საუკეთესო დრამატურგიული ტექსტიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული ავტორი.

კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდება 2500 ( ორიათასხუთასი) ლარით.

ჟიური უფლებამოსილია არ განიხილოს ნაშრომები, რომლებიც არ აკმაყოფილებს მის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ პროექტის - "თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა"ფარგლებში.
Print