ახალი ამბები
„ქუთაისში მუნიციპალიტეტების წინ ევროკავშირის დროშები ჩამოხსნილია“- თემურ ცამციშვილი
FaceBook
ქუთაისის ექვსი მუნიციპალიტეტის შენობების წინ ევროკავშირის დროშები ჩამოხსნილია. 

ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თემურ ცამციშვილი ავრცელებს. 

"თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის წინ ჩამოხსნილია ევროკავშირის დროშა. გუშინ ექვსამდე მუნიციპალიტეტი გადავიღე. ძელქვიანის მუნიციპალიტეტში სიმბოლურად  მივიტანე ევროკავშირის დროშა და  შევუტანე მუნიპალიტეტის თანამშრომლებს. თავმჯდომარე და მოადგილე არ იყვნენ და თანამშრომლებმა კი ა რ დაიტოვეს", - ამბობს თემურ ცალციშვილი. 

იგი მიიჩნევს, რომ  დროშების ჩამოხსნა ეს არის "ქართული ოცნების"  პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება.

"მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში უამრავი სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემაა, ზოგიერთისთვის ეს საკითხი შეიძლება არ იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ქართული ოცნების პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე", - მიიჩნევს ის. 

იგი ქალაქის მერს იოსებ ხახალეიშვილს შეახსენებს მის ოცდახუთწლიან გამოცდილებას არასამთავრობო სექტორში და იმასაც, რომ მისი მერობის პერიოდში, მარტო ორ წელიწადში, ევროკავშირმა  27 მილიონი ლარი დახარჯა ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
Print