ახალი ამბები
ფულადი ჯილდო საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ჭიათურელი სტუდენტებისთვის - სპეციალური პროგრამა ჭიათურაში
FaceBook
პროგრამის ბიუჯეტში მიმდინარე წელს 53 000 ლარია გათვალისწინებული.



ჭიათურაში წარმატებული სტუდენტების დაჯილდოების მიზნით ბიუჯეტში სპეციალური პროგრამა ფუნქციონირებს.

პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ჭიათურელ სტუდენტებზე ვრცელდება. ჭიათურელი სტუდენტი ჯილდოვდება საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერი აკრედიტირებული უმაღლეს სასწავლებელში მაღალი აკადემიური მოსწრების დაფიქისრების შემთხევაში.

როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტში "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავენ, პროგრამა გამგებლის ინიციატივით გასულ წელს შეიქმნა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წარმატებული სტუდენტებისთვის 2015 წელს 51 000 ლარი დაიხარჯა.

"ყოველი სემესტრის ბოლოს ვინც მოიტანს შეფასებას 91 ქულიდან ზევით, მას გადაეცემა ფულადი ჯილდოს სახით 100 ლარი. ეს პროგრამა უკვე მეორე წელია არსებობს და ზრდის მოტივაციას ახალგაზრდებში," - განმარტავენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

გასულ წელს წარმატებული სტუდენტების დაჯილდოების პროგრამის ფარგლებში სულ 58 სტუდენტი დაჯილდოვდა. ამავე პროგრამის ბიუჯეტში მიმდინარე წელს 53 000 ლარია გათვალისწინებული.
Print