ახალი ამბები
ხმაური გორდში - მოსახლეობამ გზა გადაკეტა
FaceBook
ხმაური იყო ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში, სადაც ადგილობრივებმა სკოლასთან გზა გადაკეთეს.


მათი თქმით, სკოლის რეაბილიტაცია წლებია მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა, მოსწავლეებს კი განათლების მიღება რთულ პირობებში უწევთ.

„35 წლის ვართ მე და ჩემი მეუღლე და ორ შვილს ვზრდით. სოფელი უნდა დავტოვოთ და წავიდეთ, სკოლა რომ გვქონდეს ნორმალური და გვქონდეს მოწესრიგებულ გზაზე გავლის საშუალება? თქვენ რომ ჩემს უბანში მოხვიდეთ გაგიჟდებით. თუ არ გაცვია რეზინის ბოტები ვერ გაივლი“,
- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მაცხოვრებლების ერთ-ერთი პრობლემა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაცაა. ამასთან, არ აქვთ ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია კი შეზღუდვით მიეწოდებათ.

„სოფელში არაა ბუნებრივი აირი, არადა მასზე მოთხოვნა 2013 წლიდან გვაქვს. დენი მოდის და მიდის, გუშინ მთელი ღამე არ იყო და გვიფუჭდება მაცივარში პროდუქტი. არაა მოწყობილი ინფრასტრუქტურაც, სასწრაფო რომ დაგვჭირდეს მანქანა ვერ მიდის ისეთი გზაა. არ გვაქვს ელემენტარული ნაგვის ურნები, საჭირო ოთახიც არაა, ტურისტი რომ სადმე შევიდეს“,- გაღნიშნავენ  აქციის მონაწილეები.

მათივე თქმით, ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები ხონის კეთილმოწყობას არ ხმარდება, ისინი ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობიდან კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.



Print