ახალი ამბები
ტყიბულში მრავალფუნქციური სავაჭრო და გასართობი ცენტრის მოწყობა იგეგმება
FaceBook
ტყიბულის ცენტრში არსებულ სასტუმროს შენობაში მრავალფუნქციური სავაჭრო და გასართობი ცენტრი გაიხსნება.

ამის შესახებ ქალაქის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, Შენობის სახურავზე ღია ტერასა მოეწყობა, სადაც განთავსდება კაფე და ღია რესტორანი ტყიბულისა და ცხრაჯვარის ულამაზესი ხედებით, ასევე სრულფასოვანი სავარჯიშო დარბაზი და სპა ცენტრი.



ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ ცენტრი მრავალფუნციური იქნება და მასში ასევე თანამედროვე სტანდარტების სასტუმროს, ქართულ-ევროპული რესტორნის, სუპერმარკეტის, სილამაზის სალონის, ბავშვთა გასართობი ცენტრის, ვირტუალური თამაშების კლუბის, ტანსაცმლისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიების, ქიმწმენდის განთავსდება იგეგმება.



მერის განმარტებით, აღნიშნულისთვის 1,5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება.

Print