ახალი ამბები
სათვალთვალო მონიტორი ვიცე-გუბერნატორის კაბინეტში - თანამშრომლებს ვაკონტროლებ
FaceBook
იმერეთის მხარის ვიცე გუბერნატორი პაატა ნადირაძე ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობას სათვალთვალო მონიტორით აკონტროლებს.

ქუთაისის მერიის შენობაში არსებული სათვალთვალო კამერების მონიტორი იმერეთის ვიცე-გუბერნატორ პაატა ნადირაძეს კაბინეტში აქვს დამონტაჟებული.

"ქუთაისიპოსტთან" პაატა ნადირაძე ამბობს, რომ აღნიშნული სათვალთვალო კამერების მონიტორი გუბერნიის თანამშრომლების გასაკონტროლებლად სჭირდება.

"ვუყურებ მხოლოდ შემოსასვლელებს და არავის კაბინეტში არ ვიხედები, ამით ვაკონტროლებ გუბერნიის თანამშრომლები როდის მოდიან სამსახურში, ასევე ვაქცევ ყურადღებას იმასაც, თუ როგორ ექცევიან საჯარო მოხელეები მოქალაქეებს," - განმარტავს ნადირაძე.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიაში არსებული კამერების მონიტორინგი ადმინისტრაციული სამსახურის კომპეტენციაში შედის.    

როგორ გამოიყურება იმერეთის ვიცე-გუბერნატორის, პაატა ნადირაძეს სამუშაო კაბინეტი, ნახეთ ვიდეოსიუჟეტი დღეს, 18 : 00 საათზე ქუთაისიპოსტზე

Print