ახალი ამბები
1 აგვისტომდე, საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, 29 ივლისის დილამდე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი.

სინოპტოკოსების პროგნოზით, 29 ივლისს, დილიდან გამოიდარებს და 1 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში, ხვალიდან, 29 ივლისიდან, მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 29-31 ივლისს 3-4 გრადუსით დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, 1 აგვისტომდე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. 28-29 ივლისს იქროლებს ძლიერი ქარი.

Print
თეგები: #ამინდი