ახალი ამბები
საფეხბურთო კლუბი "აქტობე" ქუთაისში, რუსულის ნაცვლად, ყაზახურმა ავიაკომპანიამ ჩამოიყვანა
FaceBook
საფეხბურთო კლუბი „აქტობე“ უკვე ქუთაისშია და თამაშისთვის ემზადება.
ჩარტერული ფრენა ყაზახურმა ავიაკომპანიამ “SCAT Airlines” შეასრულა. რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 08:45 საათზე, ჩამოფრინდა.

თავდაპირველი განაცხადის მიხედვით, ჩარტერული ფრენა რუსულ ავიაკომპანიას (UVT AERO) უნდა განეხორციელებინა, რომელიც სანქცირებულია და ევროკავშირის შავ სიაში იმყოფება. ამასთან, საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა, დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა.

შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნულ რუსულ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა არ გასცა. ახალი განაცხადით კი, რეისი ყაზახურმა ავიაკომპანიამ შეასრულა.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქუთაისის „ტორპედოს“ ყაზახურ გუნდს დღეს, 27 ივლისს, დაუპირისპირდება. თამაში „შენგელია არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება, საპასუხო მატჩი კი 3 აგვისტოს, აქტობეში გაიმართება.



Print