ახალი ამბები
ხონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პირს ბრალდება წარედგინა
FaceBook
საქართველოს პროკურატურამ, ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით 
დადგინდა, რომ 24 ივლისს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩაჯიხაიშში, ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა მეზობელს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება განზრახ მკვლელობა (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით), რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


Print