ახალი ამბები
მკვლელობა ხონში - დაკავებულია ერთი პირი
FaceBook
ხონში შუა ხნის მამაკაცი მოკლეს.

შემთხვევა სოფელ გოჩაჯიხაიში 24 ივლისს, საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 63 წლის მამაკაცს მეზობელმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჭრილობა დანით, გულის არეში მიაყენა.

როგორც „ქუთაისიპოსტს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ცხელ კვალზე ერთი პირია დაკავებული.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

Print