ახალი ამბები
ქუთაისის მერია, ევროკავშირის მხარდაჭერით, ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის კვლევას გეგმავს
FaceBook
ქუთაისის მერია ქალაქში არსებული სერვისების, კერძოდ, ჯანდაცვის მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კვლევის საწარმოებლად ტენდერს (230015054 ) აცხადებს. 

მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 29 970 ლარია. 

აღნიშნული კვლევა  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ქუთაისი - ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის"" ("Kუტაისი: Iნტეგრატედ თრანსფორმატიონ ფორ შუსტაინაბლე Dეველოპმენტ") (პროექტის ნომერი 438-693)) ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის ზოგადი მიზანია ქუთაისის გადაქცევა კარგ საცხოვრებელ და საინვესტიციო ქალაქად.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად პროექტი ეხმარება ქუთაისის მუნიციპალიტეტს შექმნას პირობები ქალაქში სოციალური ინკლუზიურობის, ბიზნესის განვითარებისა და შემოსავლის მისაღებად.  პროექტის მიზნებს შორის არის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათ შორის ჯანდაცვის პირველად სერვისებზე. ამის მისაღწევად  ქუთაისის მუნიციპალიტეტი აპირებს ჩაატაროს გამოკითხვა მუნიციპალური სერვისების კმაყოფილების და ხელმისაწვდომობის შესახებ, გაუკეთოს ორგანიზება ქუთაისში ჯანდაცვის მომსახურების გასაუმჯობესებლად ქალაქის ჯანდაცვის დაწესებულებებისა და მაცხოვრებლების სამუშაო შეხვედრას.

ასევე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია გააუმჯობესებს #4 შერეული პოლიკლინიკის მისაღების მუშაობას, რისთვისაც პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა აქტივობებს.  

აღნიშნულ აქტივობები დაფინანსდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის" განსახორციელებლად გამოყოფილი თანხებით.
Print