ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალი მოეწყობა
FaceBook
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო ტერმინალის მშენებლობა იგეგმება.
მშენებლობის შესასყიდად (თანმდევი პროექტირებით) საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 481 079 ლარის ღირებულების ტენდერს [NAT230014938] აცხადებს.

ტერმინალის სავარაუდო ფართი 300 მ2-ს შეადგენს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემსრულებელმა, სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან ერთად, შენობის საპროექტო მუშა ნახაზებიც უნდა შეადგინოს (ადგილის გეოლოგიური კვლევა; არქიტექტურული პროექტი დეტალიზაციით; კონსტრუქციული პროექტი კვანძებით და დეტალებით).

სამუშაოს განხორციელების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 6 თვეს შეადგენს.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 17 აგვისტოს იწყება და 22-ში მთავრდება.

Print