ახალი ამბები
ხანმოკლე წვიმა და მაღალი ტემპერატურა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივლისამდე, საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვაც.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, + 33, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +33, + 38 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება.



Print
თეგები: #ამინდი