ახალი ამბები
მებაჟეებმა, ქუთაისის აეროპორტში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს
FaceBook
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.

აღნიშნული საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ასევე, ,,ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში აღიკვეთა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 39 339,81 ლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის ი. ა.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

პაკისტანის მოქალაქეს მ.ა-ს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4751,81 ლარი შეეფარდა, ხოლო ერთ-
ერთი კომპანია 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 10372 ლარით დაჯარიმდა.

Print