ახალი ამბები
დღეს ქუთაისის საჯარო სკოლების გუნდებს შორის საფრენბურთო მატჩი გაიმართება
FaceBook
გუნდებს შორის შეხვედრა 13:00 საათზე 25-ე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში არის დაგეგმილი.


დღეს ქუთაისის მე-14 -ე და 26-ე საჯარო სკოლის გუნდებს შორის საფრენბურთო მატჩი გაიმართება. გუნდებს შორის შეხვედრა 13:00 საათზე 25-ე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში არის დაგეგმილი.

გუნდებს შორის საფრენბურთო შეხვედრა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ფარგლებში ხორციელდება.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტია და მას ადგილობრივად თვითმმართველობები ახორციელებენ. ოლიმპიადა სპორტის რვა სახეობას მოიცავს: კალათბურთი,მინი-ფეხბურთი,ფრენბურთი,ხელბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ბადმინტონი და მხიარული სტარტები.

Print