ახალი ამბები
ივნისში ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა, თუმცა ბაზარზე კრიზისი გრძელდება
FaceBook
ფეროშენადნობების ბაზარზე კრიზისი გრძელდება, თუმცა, მაისის რეკორდული ვარდნის გამო, ექსპორტში მცირე გამოცოცხლება შეინიშნება.
თუ მაისში ექსპორტზე 2 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, ივნისში ექსპორტი 23.1 მლნ-მდე გაიზარდა, რითაც ივნისი იანვრის შემდეგ ყველაზე ექსპორტში მეორე ადგილზეა. ივნისში მთავარი საექსპორტო ბაზარი აშშ-ი იყო, სადაც 21 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა.

ფეროშენადნობების ექსპორტი თვეების მიხედვით / 2023 წლის 6 თვე:

იანვარი - 50.8 მლნ დოლარი;
თებერვალი - 20.8 მლნ დოლარი;
მარტი - 10.1 მლნ დოლარი;
აპრილი - 2.5 მლნ დოლარი;
მაისი - 2 მლნ დოლარი;
ივნისი - 23.1 მლნ დოლარი;

მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან ფეროშენადნობები რუსეთში აღარ გადის, რუსეთის მიერ საიმპორტო გადასახადის შემოღების გამო, წლის 6 თვის მონაცემებით, მაინც ნომერ პირველ საექსპორტო ბაზრად რჩება, მეორე ადგილზეა აშშ- 30.7 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზე 20.1 მლნ დოლარით თურქეთია.

ფეროშენადნობების ექსპორტი ქვეყნების მიხედვით/ 2023 წლის 6 თვე

რუსეთი - 45.35 მლნ დოლარი;
აშშ - 30.76 მლნ დოლარი;
თურქეთი - 20.14 მლნ დოლარი;
ალჟირი - 5.82 მლნ დოლარი;
აზერბაიჯანი - 3.36 მლნ დოლარი;
საფრანგეთი - 1.49 მლნ დოლარი;

წლის 6 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 109.64 მლნ დოლარის ფეროშენადნობებია გატანილი, წლიურად კლება 64%-ს აღწევს.

bm.ge

Print