ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრი თანამედროვე დრამატურგთა კონკურსს ჩაატარებს
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში "თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა"  გაიმარჯვა.

მესხიშვილის თეატრი, "ქართული დრამატურგია - ქართული თეატრის ფუნდამენტი"  პროექტის ფარგლებში, გამოაცხადებს თანამედროვე დრამატურგთა კონკურსს. კონკურსის მონაწილეებს თავისუფალ თემაზე პიესის დასაწერად განსაზღვრული ექნებათ კონკრეტული ვადა. საკონკურსო ჟიური გამოავლენს სამ საუკეთესო პიესას.

როგორც  კულტურის სამინისტროს განცხადებაშია მითითებული კონკურსის მიზანია ქართველ დრამატურგთა მოტივაციის ამაღლება, მათი საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, ქართული პიესების მხარდაჭერა, საქართველოს თეატრების რეპერტუარის შევსება, განახლება და გამრავალფეროვნება, თანამედროვე თეატრალური პროცესის გააქტიურება. 

კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 14 000 ლარს.

მსგავსი კონკურში 2022 წელსაც ჩატარდა, სადაც სამმა თეატრმა გაიმარჯვა.
Print