ახალი ამბები
ოჯახური ძალადობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმშია
FaceBook
შსს სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ოჯახური ძალადობის 901 შემთხვევა დაფიქსირდა.
სამინისტროს მონაცემები გასული წლის იანვრიდან მიმდინარე წლის 20 იანვრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

რეგიონების მიხედვით, ოჯახური ძალადობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმშია, სადაც ძალადობის 166 შემთხვევა ფიქსირდება.

მეორე ადგილზეა კახეთი, სადაც შსს მონაცემების მიხედვით ძალადობის 134 ფაქტი მოხდა. 114 ოჯახური ძალადობის შემთხვევაა გამოვლენილი აჭარაში, ხოლო ყევლაზე ცოტა 32 შემთხვევა გურიის რეგიონშია დაფიქსირებული.

შს სამინისტრომ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან გასული წლიდან ამ დრომდე 2182 შეხვედრა ჩაატარა.


Print