ახალი ამბები
ქუთაისში, გელათის ქუჩაზე მიწის მასა ჩამოიშალა
FaceBook
ქუთაისში, ინტენსიური წვიმის შედეგად, გელათის ქუჩაზე მიწის მასა ჩამოიშალა.
ადგილზე ააიპ სპეციალური სერვისების“ მიერ გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

უხვი ნალექის შედეგად, ქალაქში დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და ქუჩები. წყალმა დააზიანა იუსტიციის სახლის ქუთაისის ფილიალიც.

პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მხრივაც, რამდენიმე ქუჩას დენი არ მიწოდება.

Print