ახალი ამბები
ძლიერი წვიმის გამო, ქუთაისის იუსტიციის სახლი დაიტბორა
FaceBook
უხვი ნალექის შედეგად, ქუთაისის იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

აღნიშნულის გამო სერვისების მიღება  დროებით შეფერხებულია.

დაწესებულების თანამშრომლებს დილიდან საგანგებო ვითარებაში უწევთ მუშაობა.

„ქუთაისის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია მობილური იუსტიციის სახლები, საიდანაც შესაძლებელი იქნება მზა დოკუმენტების მიღება და განაცხადის ჩაბარება, ასევე, სერვისის მისაღებად განაცხადის ჩაბარება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ხონის, გეგუთის და წყალტუბოს ფილიალებში“,- აცხადებენ დაწესებულებაში.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

ფილიალის მუშაობის აღდგენის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსდება.

Print