ახალი ამბები
16-17 ივლისს საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივლისს, საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვაც.

სონოპტიკოსები 15 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 18 ივლისის დილამდე დასავლეთის მიმართულების ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმიც.

სააგენტოში განმარტავენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

Print